Tuesday, June 12, 2018

Monday, May 28, 2018

ისტორიის მე-2 სემესტრის წრე 

განაცხადი

საგანი
ისტორია

საფეხური
დაწყებითი

კლასი
მე-5 ბ  კლასის მოსწავლეები:
ლუკა ნონაშვილი. გელა ჩუტკერაშვილი, მანჩო მულაძე. გვანცა ნონაშვილი .სანდრო პაპიაშვილი . ნინო ლომიძე . სალომე გოგიჩაშვილი. ბაჩი ოსეფაშვილი. ესთერ მაჭარაშვილი, მარიამ ლომიძე .

წრის მუშაობის დაწყების დრო/საათი

2018-2019 სასწავლო წელი,29  იანვარი ორშაბათი. 14 სთ , 30 წთ.

ხანგრძლივობა
1სთ

წრის ხელმძღვანელი
ია ცხოვრებაშვილი

მიზანი
v  დაეხმაროს საკუთარი ქვეყნის მრავალმხრივად დანახვასა და შეცნობაში.
v  ჩამოუყალიბდეს   შემოქმედებითი და კვლევა-ძიების უნარები ქვეყნის  ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ.
v  საკუთარიპასუხისმგებლობის გააზრება.
v  ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზის უნარის განვითარება.

აქტუალურობა
წრეში გაერთიანებულ მოსწავლეებს უჭირთ საგნის ათვისება, გაკვეთილზე ყურადღების კონცენტრირება,
არ ასრულებენ სახლში მიცემულ დავალებას, ამიტომ ესაჭიროებათ დამატებითი მეცადინეობა. მოსწავლეებთან შეთანხმებით ჩამოვაყალიბეთ ისტორიის წრე “იბერია“  . მოვახდინე კლასის ისტორიის თემატური მასალიდან  მთვარი  საკითხების შერჩევა წრეზე განხილვის და უკეთესად შესწავლის მიზნით. წრეზე სამუშაოდ შერჩეული მაალის ჩამონათვალი წინასწარ გავაცანი მოსწავლეებს.  დავგეგმეთ წრის სამუშაო შეხვედრების დროის ხანგრძლივობა და ადგილი. წრის მუშაობა შედგება ორ კვირაში ერთხელ,ერთი  საათის ხანგრძლივობით.

მოსალოდნელი შედეგები:

(შესაბამისობა ეროვნულ საასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებთან)

საზ.მეც.V-VI-22 მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს  საქართველოს მოსახლეობის კულტურათა  მსგავსება განსხვავვებების  გამოვლინებები და განიხილოს შესაბამისი მიზეზები
v  აღწერს საქართველოში მცხოვრები  ეროვნებების  საოჯახო თუ  რელიგიურ დღესასწაულებს და ავლებს  მათ შორის პარალელს
v  ადარებს  საქართველოს ისტორიული მხარეებისათვის  დამახასიათებელ  წეს-ჩვეულებებს

საზ.მეც.V-VI.-11მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს  საქართველოს გეოგრაფიული ობიექტები დასახლებების ტიპებთან
  v  განასხვავებს საქართველოში  გავრცელებული  საცხოვრებელი სახლების  ტიპებს.
  v  უკავშირებს სახლების არქიტექტურას  გეოგრაფიულ გარემოს
  v  საქართველოს კონტურულ რუკაზე  დაიტანს სხვადასხვა ტიპის  დასახლებას .

     საზ.მეც.V –VI .15მოსწავლეს შეუძლია  ამოიცნოს  სხვადასხვა ნიშანი და პირობა ,რომლის მიხედვითაც  ადამიანი  ამა თუ იმ საზოგადოებას  მიაკუთვნებს თავს.
    v  ასახელებს საზოგადოებას ,რომელთა წევრადაც  მიაჩნია საკუთარი თავი(მაგ: ოჯახი, კლასი, სკოლა,სამეგობრო
    v  ასახელებს და აღწერს მიზეზებს ,რის გამოც  პატივს სცემს იმ საზოგადოებს წევრებს ,რომელსაც თვითონ მიეკუთვნება


                   
         



 ისტორიის წრის სამუშაო გეგმა

#
განსახილველი თემები

თარიღი
ხანგრძლივობა
შეხვედრის დრო
შენიშვნა
1
შეხვედრა წრის წევრებთან. სამუშაო თემატიკის გაცნობა.
1.02
1სთ
14,00 
2
საქრთველოს ისტორიული მიწები.დოკუმენტური ფილმის ჩვენება -„სამი საქართველო“.
19.02
1 სთ
14.00
3
ქართული საცხოვრებელი  სახლები
1.03
1სთ
14.00
  4
მარცვლელულის ჯიშები საქართველოში
12.03
1 სთ
14.00
5
ქართული ხალხური მუსიკა და საკრავები
26.03
1სთ
14.00

6
ტრადიცია და თანამედროვე ოჯახი
12.04
1სთ
14.00
7
ექსკურსია  ეთნოგრაფიულ მუზეუმში
9.05
1სთ





.
                 „იბერიას“ დღიური
  
1   თებერვალი

12  მოსწავლემ,  რომლებმაც  გამოთქვეს   სურვილი  წრეში გაწევრიანების  მოიფიქრეს
წრის სახელწოდება   „იბერია“და  შქმნეს წრის ლოგო.
მოსწავლეებთან ერთად  შევიმუშავეთ  განსახილველი თემები და აქტივობები, 
რომლებსაც II  სემესტრის    განმავლებაში განვახორციელებდით.




19  თებერვალი

თემა: საქართველოს ისტორიული მიწები
აქტივობა: დოკუმენტური ფილმის  საშუალებით  ინფორმაციის  ისტორიულ -გეოგრაფიული მახასიათებელების გააზრება.
წრის შეხვედრის მიზანი: მოსწავლები შეძლებენ    სხადასხვა წყაროებიდან,  სახელმძღვანელოდან და დოკუმენტური ფილმიდან მიღებული ინფორმაციის
განხილვასა  და გაანალიზებას.  გაიაზრებენ და შეაფასებენ იმ ფაქტებსა  და მოვლენებს, რომლებმაც საქართველოს ძირძველი  ისტორიული  მიწების    დაკარგვა განაპირობა და გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს ამ პროცესებთან  დაკავშირებით.







1   მარტი

თემა: ქართული საცხოვრებელი სახლები.
აქტივობა: თვალსაჩინოებებთან მუშაობით ვენის დიაგრამის შედგენა.
შეხვედრის  მიზანი:  წრის შეხვედრის მიზანია  მოსწავლეებმა   აღეწერონ  და განასხვავონ
სხვადასხვა პეიზაჟი და საქართველოში გავრცელებული სახლები. ასევე, დააკავშირონ
სახლების არქიტექტურა გეოგრაფიულ გარემოს.აღნიშნონ მათ შორის მსგავსება -  განსხვავება. 
ასევე, განასხვავონ მთისა და ბარის პეიზაჯები და დააკავშირონ  საცხოვრებელი სახლების
ტიპები  გეოგრაფიულ გარემოს. ანალიზის შემდგომ  შეადგენენ ვენის დიაგრამას,  სადაც
განათავსებენ მთისა და ბარის საცხოვრებელი სახლების საერთო და განმასხვავებელ ნიშნებს.  





12  მარტი

თემა: მარცვლეულის ჯიშები საქართველოში.
აქტივობა: ცნებისა და საქმანობის ურთიერთმიმართების დადგენა, 
ცხრილის მეშვეობით მასალის კლასიფიცირება.
   მიზანი: მოსწავლეები მოიძიებენ და დაახასიათებენ საქართველოში არსებულ უძველეს ხორბლის ჯიშებს, ასევე გაარკვევენ იმ მიზეზებს, თუ რატომ იყო საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში  ხორბლის სხვადსხვა ჯიშები გავრცელებული. შეავსებენ ცხრილს, სადაც წარმოდგენილი იქნება ხორბლის განვითარების ფაზები. ასევე არსებულ ცოდნას გაიღრმავებენ ინტერნეტის დახმარებით. მოძიებული და შესწავლილი მასალის საფუძველზე  დაწერენ  რეფერატებს.
      





26 მარტი

თემა: ქართული ხალხური მუსიკა და საკრავები.
მიზანი: მოსწავლეები იმსჯელებენ   და დაახასიათებენ    საქრთველოში გავრცელებულ  სიმღერების  სახეობებს.  ბიბლიოთეკაში და ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას  ქართულ ხალხურ საკრავებზე.ჯგუფებში იმუშავებენ სხვადახვა 
საკრავების წარმომავლობის დადგენის შესახებ და მოაწყობენ პრეზენტაციას აღნიშნულის
თაობაზე.









12 აპრილი
თემა: ტრადიცია და თანამედროვე ოჯახი.
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ  განასხვავონ ძველი და თანამედროვე ოჯახები. ასევე, შეადარებენ  და პარალელებს გაავლებენ ძველ ტრადიციულ და თანამედროვე ოჯახებს შორის.  იმსჯელებენ   სხვადასხვა კუთხეებისათვის დამახასიათებელ ტრადიციულ წეს-ჩვეულებებზე (მაგ. სვანური ოჯახის მაგალითზე).  გააკეთებნ საკუთარი ოჯახის გენეალ- ოგიურ ხეს.  შესწავლილი მასალისა და წყაროების საფუძვლზე. შეადარებენ და  იმსჯე-ლებენ თუ როგორი ცვლილებები განიცადა     დღესდღეობით ქართულმა ოჯახმა. გამოთ-ქვამენ  თავიანთ მოსაზრებებს  აღნიშნულის დადებით და უარყოფით მხარეებზე. 









                                                   გმადლობთ ყურადღებისთვის!!!



Wednesday, January 17, 2018