Monday, June 28, 2010

ძამის ხეობა




1. პროექტის სახელი: ძამის ხეობა.
2. პროექტის მიზანი: შეისწავლონ საკულტო და საერო ნაგებობები, დაეუფლონ კვლევით სამუშაოებს, გამოუმუშავდეთ სინთეზისა და ანალიზის უნარი , აგრეთვე ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, ვებ-გვერდისა და შესაბამისი ცნობარის შექმნის უნარ -ჩვევები, ჩამოუყალიბდეთ პატრიოტიზმის გრძნობა.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ძამის ხეობაში არსებული ძეგლების შესახებ. გადაიღებენ სურათებს, შექმნიან ელექტრონულ კატალოგს თითოეული ტაძრის შესახებ, გაესაუბრებიან იქ მცხოვრებ ბერ -მონაზვნებს და ბოლოს მოაწყობენ ამ სურათების გამოფენას. გარდა ინტერნეტისა ადგილობრივი ტელევიზიითა და გაზეთის საშუალებით მოუწოდებენ სკოლებსა და თავიანთ თანატოლებს რომ ყველა სკოლაში შექმნან სამუშაო ჯგუფები რათა მოუარონ და სათანადო მზრუნველობა გაუწიონ შეძლებისდაგვარად მათ კუთხეში არსებულ ტაძრებს.
4. მონაწილეთა ასაკი:15-16 წელი.
5. პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე.
6. მოსალოდნელი შედეგები:უკეთესად მოვლილი ტაძრებით მოვიზიდოთ ტურისტთა ნაკადი ძამის ხეობაში,რომელიც თავის მხრივ შექმნის ეკონომიკურ წინა პირობას ტურიზმის შემდგომი განვითარებისათვის. გარდა ამისა მოსწავლე -ახალგაზრდობა მიიღებს ფართო ისტორიულ ცნობებს ჩვენი წარსულის შესახებ.
7. სარგებელი სხვებისთვის:ამ ვებ - გვერდით დაინტერესდებიან არა მხოლოდ თავიანთი თანატოლები, არამედ ამ საქმით დაინტერესებული ყველა ადამიანი ,რადგან ეს იქნება აგრეთვე გზამკვლევი მათთვის ვინც პირველად იმოგზაურებს ჩვენს რაიონში,რადგან აქ იქნება რუკა სადაც აღნიშნული იქნება თუ რომელი ტაძარი სად მდებარეობს.
8. სამუშაო ენა: ქართული ენა.
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია , გეოგრაფია, ქიმია.
10. პროექტის ფასილიტატორი:ია ცხოვრებაშვილი.
11. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:ia gvata@gmail. com


(FACILITER - ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს კოორდინატორს(მარტივად). სიტყვასიტყვით: აადვილებს იმას, რაც სხვისთვის შეიძლება რთული იყოს)