Wednesday, October 25, 2017

25 ოქტომბერი ისტორიის წრის მეექვსე სამუშაო  
შეხვედრა 

თემა: რუკაზე მუშაობა.

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ რუკების კითხვასა და გამოყენებას.
ამოიცნობენ საქარველოს  მოსაზღვრე ქვეყნებსა და  მსხვილ გეოგრაფიულ ობიექტებს. ასევე,  შეძლებენ თემატური რუკებიდან აარჩიონ და გამოიყენონ  საჭირო ინფორმაცია.

აქტივობები: კონტურული რუკის  ინსტრუქციის მიხედვით  გაფერადება და გამოჭრა. ასევე, ნაწილებად დაჭრილი რუკის გამთლიანება.


მოსწავლეებმა შესწავლილი მასალის საფუძველზე  გააკეთეს კედლის გზეთი და ააწყვეს საქართველოს რეგიონების რუკა.







Wednesday, October 18, 2017

18 ოქტომბერი ისტორიის წრის მეხუთე სამუშაო 
შეხვედრა 

თემა: ასურელი მამები.

მიზანი:  მოსწავლეები შეძლებენ განასხვაონ იმდროინდელი კულტურის სხვადასხვა ასპექტები  და განიხილოს  მათი ურთიერთკავშირი.

აქტივობა: აზრობრივი რუკის საშუალებით, მოვლენათა არსის გათავისება და აღნიშნული ინფორმაციის კატეგორიზაცია ცხრილის მეშვეობით.


მოსწავლეებმა სახელმძღვანელოს დახმარებით  შეისწავლეს ასურელი მამების ღვაწლი ქრისტიანულ სამყროში და   აზრობრივი რუკის მეშვეობით გაააკეთეს ანალიზი მათი საქმიანობების შესახებ.


Friday, October 13, 2017

13 ოქტომბერი ისტორიის წრის მეოთხე სამუშაო შეხვედრა 


თემა: მეფე ფარნავაზი.

მიზანი: მოსწავლეები დაახასიათებენ  საქართველოს ისტორიის გამორჩეულ  პიროვნებებს, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.

აქტივობები: მოსწავლეებმა მოახდინეს ფარნავაზის, როგორც გამორჩეული ისტორიული პიროვნების იდენტიფიცირება, სხვადასხვა საკვანძო ტერმინებისა და  შესაბამისი კითხვების მეშვეობით. მათ, ასევე ინტერნეტიდან და სხვადასხვა  სახელმძღვანელოებიდან  მოიძიეს ინფორმაცია და დაფაზე ჩამოწერეს ყველა იმ ცვილელებების შესახებ, რაც საქართელოში ფარნავაზის გამეფებას მოყვა.
  







Friday, October 6, 2017

6 ოქტომბერი ისტორიის წრის მესამე სამუშაო შეხვედრა

თემა: ბერძნული ახალშენები.
   
შეხვედრის  მიზანი:  მოსწავლეები  რუკის/ ატლასის დახმარებით განიხილავენ
საქართველოს საზღვრების  ცვლილებას  სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში.

აქტივობები: რუკიდან და ტექსტიდან მოპოვებული ინფორმაციის ურთიერთდაკავშირება. სხვადასხვა ეპოქის რუკებიდან  ამოკრებილი ინფორმაციის შედარება.

  
მოსწავლეებმა სახელმძღვანელოსა  და  ატლასის საშუალებით  დაადგინეს ახალშენების  მაშინდელი და  ახლანდელი სახელწოდებები, ასევე,  კვლევის საფუძველზე  განსაზღვრეს კიდევ არსებობენ თუ არა  დღესდღეობით აღნიშნული ქალაქები.  მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, მათ სიღრმისეული წარმოდგენა  შეექმნათ    საქართველოს ისტორიულ მოსაზღვრე ქვეყნებსა და  მსხვილ გეოგრაფიულ  ობიექტებზე.