Thursday, September 28, 2017

28 სექტემბერი ისტორიის წრის მეორე სამუშაო შეხვედრა

თემა: თრიალეთის კულტურა.

აქტივობა: პრეზენტაციების საშუალებით  მოვლენათა არსის განხილვა.

წრის შეხვედრის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ და იმსჯელებენ პიროვნებებისა და სხვდასხვა სოციალური ფენის  როლზე საქართველოს ისტორიაში.

მოსწავლეებმა სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული  ინფორმაციის საფუძველზე, გააკეთეს სიღრმისეული ანალიზი  თრიალეთის კულტურის აღმოჩენების შესახებ და იმსჯელეს პიროვნებებისა და სხვდასხვა სოციალური ფენის  როლზე აღნიშნულ ეპოქაში.  გააკეთეს პრეზენტაცია  და გამოთქვეს სურვილი რეალურად ენახათ   ის ნივთები,  რომლებიც ასახავენ თრიალეთის კულტურის თავისებურებებს.       





Tuesday, September 26, 2017

 კლუბის განაცხადი, ატრიბუტიკა და წესდება


აგარის საჯარო  სკოლაში 2017 წლის  25 ოქტომბერს  ჩამოყალიბდა
ისტორიული კლუბი    „ქალდეა“
კლუბის ლოგო:



კლუბის დევიზი:  არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გრძელია გზა, მთავარია პირველი      ნაბიჯი გადაიდგას"

მუხლი 1. კლუბის წესდება: ისტორიული კლუბი  „ქალდეაშექმნილია დაბა აგარის საჯარო სკოლაში რომელშიც, ნებაყოფლობით გაერთიანდნენ  მე-10, მე-11 კლასის  მოსწავლეებიკლუბმა განსაზღვრა  საქმიანობის წესები,შეიმუშავა პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები.
მუხლი  2. ისტორიული კლუბის მთავარი მიზანია:
1.         მოსწავლეთა ჩართვა  სასკოლო და სამოქალაქო  აქტივობებში;
2.         ტექნოლოგიური და  სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად  გამოყენების, ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის უნარის გამომუშავება;
3.         ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
4.         იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა  წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
5.         პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში;
6.         სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება.




მუხლი 3.  ისტორიული   კლუბის  ფუნქციები.  დასახული მიზნების მისაღწევად  კლუბი ახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
1.      წყაროების მოძიება და მისი დამუშავება;
2.      სამუშაო შეხვედრების მოწყობა მოძიებული ინფორმაციის გადასამუშავებლად;
3.      გასვლითი ღონისძიება დაბის ტერიტორიაზე  ქართული ნაქარგობების მოსაძიებლად;
4.      სასწავლო ხასიათის ექსკურსიები თბილისის სახელმწიფო და ხელოვნების მუზეუმებში;
5.      ქართული ნაქარგობების და მასზე გამოყენებული  მასალის ქიმიური დამუშავების კუთხით შესწავლა.
6.      ქართული  ნაქარგობების     პოპულარიზაციის მიზნით  გამოფენის მოწყობა;
7.      ვებ-გვერდის მომზადება კლუბის საქმიანობის ამსახველი მასალების შესახებ.

მუხლი4. ისტორიული    კლუბის   ფუნქციონირების  ძირითადი პრინციპები:
1.      პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრალიტეტი;
2.      კლუბში გაერთიანებული მოსწავლეების თანასწორუფლებიანობა;
3.      ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდველობა.

მუხლი 5.  ისტირიული  კლუბის  მართვა. კლუბის ფუნქციონირება მოხდება შემდეგი  მიმართულებებით:
1.      ქართული და არქართული ნაქარგობების შესწავლა;
2.      საეკლესიო ნაქარგობების მოძიება და შესწავლა;
3.      ქართულ სამოსზე შესრულებული ნაქარგობების შესწავლა;
4.      შეხვედრა დაბის გამოჩენილ მქარგველებთან;
5.      მაკრამეს ხელოვნების გაცოცხლება.

მუხლი 6.  კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ:
კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ყველა მსურველი X -XI კლასებიდან, რომლებიც დაინტერესდებიან ისტირიული   კლუბის მიერ ჩასატარებელი კვლევითი სამუშაოებით. მსურველებს შეუძლიათ შეავსონ ანკეტა, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონულად. კლუბი უფლებამოსილია  განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება ...

მუხლი  7.  ისტორიული  კლუბის წევრების  უფლებები და მოვალეობები:
1.      მიიღოს სრული ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ;
2.      მიიღოს მონაწილეობა დაგეგმილ აქტივობებში;
3.      კურატორის მხრიდან მოხდეს კლუბის წევრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
4.      საჭირო შემთხვევაში შედგეს მშობლებთან თანამშრომლობა;

5.      მოუფრთხილდეს და დაიცვას ეროვნული ღირებულები.


                                           სამოქმედო გეგმა.
         N
 აქტივობა
ჩატარების დრო
 მიზანი
შენიშვნა
          1
საორგანიზაციო შეხვედრა კლუბის წევრებთან.კლუბის ლოგოს, დევიზის  წესდების დამტკიცება.ლიდერის არჩევა. 
2017 წლის ოქტომბერი
კლუბის საორგანიზაციო საკითხებისა და წესდების გაცნობა
ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, დახარისხების,
კვლევის, 
უნარის გამომუშავება.

2
ქართულ ნაქარობებთან დაკავშირებული საკითხის გაცნობა.დოკუმენტური ფილმის „ქარგვის ხელოვნების ტექნიკა“-ის ჩვენება. წერილობითი წყაროების მოძიება და პრეზენტაცია.
2017 წლის
ოქტომბრის ბოლო
გაეცნობიან ნაქარგობების შესახებ არსებულ ინფორმაციებს და    იმსჯელებენ ამ ხელსაქმის გავრცელებასა და მის ჩამოყალიბებაზე.


3
გასვლითი ღონისძიება დაბის ტერიტორიაზე ძველი ქართული  ნაქარგობების მოსაძიებლად.
2017 წლის
3-4 ნოემბერი
დაბის მოსახლეობაში შემორჩენილი  ნაქარგობების მოძიება  და შეგროვება

4
გასვლითი ღონისძიება ს. ჯანაშიას  სახელობის  სახელწიფო, აგრეთვე შ.ამირანაშვილის სახელობის მუზეუმებში.

2017 წლის  ნოემბერი.
 ოქროს ფონდისა და ქართული   ნაქარგობების   მასალის გაცნობა.

5
პრეზენტაციის მოწყობა
დეკემბერი 2017 წ.
 
6
ინტერვიუ   ცნობილ  ხელოვანთან   ქ-ალბატონ თამარ უროტაძესთან 

7
საქარგი ძაფების ქიმიური კვლევა
2018 წლის თებერვალი.


8
სასწავლო ხასიათის ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
2018 წლის მარტი.

9
პრეზენტაცია -შეჯამება , კლუბის  გაწეული მუშაობის შესახებ.
2018 წლის აპრილის ბოლოს.
10

2018 წლის მაისი
                                          



 იხ. განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის:

                    მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა
                         
გ     ა     ნ     ა     ც     ხ     ა     დ     ი
                   
         
                             მოსწავლის პირადი მონაცემები

სახელი

გვარი

პირადი ნომერი




დაბადების თარიღი



სქესი
                                                       რიცხვი          თვე          წელი
                                                  მოსწავლის საკონტაქტო მონაცემები
რეგიონი

რაიონი

ტელ.

მისამართი

ელ.ფოსტა

სოციალური სტატუსი
სკოლა



  ვადასტურებ, რომ მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს.

ხელმოწერები:
მოსწავლე                ___________________                                 თარიღი _____ / ______ / ________ წ.

მასწავლებელი       ___________________                                  თარიღი _____ / ______ / ________წ.