Friday, September 22, 2017

განაცხადი
საგანი
ისტორია

საფეხური
საბაზისო

კლასი
მე-5 კლასის მოსწავლეები
ლუკა ნონაშვილი. გელა ჩუტკერაშვილი, მანჩო მულაძე. გვანცა ნონაშვილი .სანდრო პაპიაშვილი . ნინო ლომიძე . სალომე გოგიჩაშვილი. ბაჩი ოსეფაშვილი. ესთერ მაჭარაშვილი.

წრის მუშაობის დაწყების დრო/საათი

2017-2018 სასწავლო წელი,22  სექტემბერი. პარასკევი. 14 სთ , 30 წთ.

ხანგრძლივობა
1 სთ

წრის ხელმძღვანელი
ია ცხოვრებაშვილი

მიზანი
მასალის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა. მოსწავლეთათვის მარტივად გასაგები   სტრატეგიების და მეთოდების გამოყენებით მოტივაციის ამაღლება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ..   მოთხოვნების მიხედვით.


აქტუალურობა
საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს  ისტორიის საგნისადმი  მეტ დაინტერესებას, გაიგებენ ამბებს იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე  რომელთაც ღრმა კვალი  დაამჩნიეს  ჩვენი ქვეყნის  ისტორიას  და კულტურას. წრის წევრებს საშუალება მიეცემათ საკუთარი ცოდნის მეტად წარმოჩენის. გაიზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე, ჯგუფური მუშაობა  და პრეზენტაციები დაეხმარება მათ კომუნიკაციის, თანამშრომლობასა და თვითრეალიზაციაში.
შექმნიან თვალსაჩინოებებს,  გაეცნობიან  მრავალფეროვან ისტ-ორიულ წყაროებსასევე არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მასა-ლას.
ბოლოს, საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს სკოლაში საგნის პოპულარიზაციას,მოსწავლეებს გაუჩნდებათ  საგნისადმი  უფრო მეტი ინტერესი და პატივისცემა. 

მოსალოდნელი შედეგები:

(შესაბამისობა .. გათვალისწინებულ შედეგებთან)

საზ.მეც.V-VI .მოსწავლეს შეუძლია  რუკების კითხვა და გამოყენება.
v  ამოიცნობს საქართველოს მოსაზღვრე კუთხეებსა  და მსხვილ გეოგრაფიულ ობიექტებს.
v  რუკების დახმარებით  განიხილავს საქართველოს საზღვრების ცვლილებას სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში.
საზ.მეც.V-VI.7მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიის  გამორჩეული პიროვნებები,რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.
v  ჩამოთვლის სხვადასხვა დროს  მოღვაწე ისტორიულ პირებს.განსაზღვრავს  მათ როლს მმართველობით სტრუქტურებში.
v  ჩამოთვლის და ახასიათებს  მმართველობაში მონაწილე  ისტორიულ პირთა მიერ გატარებულ   სახელმწიფო ღონისძიებებს. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს მათ შედეგებზე.
                   
           
ისტორიის წრის სამუშაო გეგმა 
#
განსახილველი თემები

თარიღი
ხანგრძლივობა
შეხვედრის დრო
შენიშვნა
1
შეხვედრა წრის წევრებთან სამუშაო თემატიკის გაცნობა
25.09
1სთ
14.00
2
თრიალეთის  კულტურა
28.09
1სთ
14.00
3
ბერძნული ახალშენები
6.10
1სთ
14.00
4
ფარნავაზ მეფე და მისი რეფორმები
13.10
1სთ
14.00
5
ასურელი მამები
18.10
1სთ
14.00

6
რუქაზე მუშაობა და სლად შოუს მოწყობა  საქართველოს რეგიონების მიხედვით
25.10
1სთ
14.00
7
წერილობით წყაროებზე მუშაობა
1.11
1სთ
8
რეფლექსია მოსწავლეთა მიერ  წრეში მუშაობის შედეგად მიღებული უნარების შესახებ
6.11
1სთ
14.00



25  სექტემბერი ისტორიის წრის პირველი სამუშაო შეხვედრა

აღმოაჩინე საქართველო“   დღიური


ათმა მოსწავლემ, რომლებმაც  წრეში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს,      მოიფიქრეს წრის სახელწოდება -„აღმოაჩინე  საქართველო“ და წრის ლოგო.


მოსწავლეებთან ერთად  შევიმუშავეთ  განსახილველი თემები და აქტივობები,  რომლებსაც     I    სემესტრში განვახორციელებდით.






 


28 სექტემბერი ისტორიის წრის მეორე სამუშაო შეხვედრა

თემა: თრიალეთის კულტურა.

აქტივობა: პრეზენტაციების საშუალებით  მოვლენათა არსის განხილვა.

წრის შეხვედრის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ და იმსჯელებენ პიროვნებებისა და სხვდასხვა სოციალური ფენის  როლზე საქართველოს ისტორიაში.

მოსწავლეებმა სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული  ინფორმაციის საფუძველზე, გააკეთეს სიღრმისეული ანალიზი  თრიალეთის კულტურის აღმოჩენების შესახებ და იმსჯელეს პიროვნებებისა და სხვდასხვა სოციალური ფენის  როლზე აღნიშნულ ეპოქაში.  გააკეთეს პრეზენტაცია  და გამოთქვეს სურვილი რეალურად ენახათ   ის ნივთები,  რომლებიც ასახავენ თრიალეთის კულტურის თავისებურებებს.       





6 ოქტომბერი ისტორიის წრის მესამე სამუშაო შეხვედრა

თემა: ბერძნული ახალშენები.
   
შეხვედრის  მიზანი:  მოსწავლეები  რუკის/ ატლასის დახმარებით განიხილავენ
საქართველოს საზღვრების  ცვლილებას  სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში.

აქტივობები: რუკიდან და ტექსტიდან მოპოვებული ინფორმაციის ურთიერთდაკავშირება. სხვადასხვა ეპოქის რუკებიდან  ამოკრებილი ინფორმაციის შედარება.

  
მოსწავლეებმა სახელმძღვანელოსა  და  ატლასის საშუალებით  დაადგინეს ახალშენების  მაშინდელი და  ახლანდელი სახელწოდებები, ასევე,  კვლევის საფუძველზე  განსაზღვრეს კიდევ არსებობენ თუ არა  დღესდღეობით აღნიშნული ქალაქები.  მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, მათ სიღრმისეული წარმოდგენა  შეექმნათ    საქართველოს ისტორიულ მოსაზღვრე ქვეყნებსა და  მსხვილ გეოგრაფიულ  ობიექტებზე.





13 ოქტომბერი ისტორიის წრის მეოთხე სამუშაო 
შეხვედრა 

თემა: მეფე ფარნავაზი.

მიზანი: მოსწავლეები დაახასიათებენ  საქართველოს ისტორიის გამორჩეულ  პიროვნებებს, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.

აქტივობები: მოსწავლეებმა მოახდინეს ფარნავაზის, როგორც გამორჩეული ისტორიული პიროვნების იდენტიფიცირება, სხვადასხვა საკვანძო ტერმინებისა და  შესაბამისი კითხვების მეშვეობით. მათ, ასევე ინტერნეტიდან და სხვადასხვა  სახელმძღვანელოებიდან  მოიძიეს ინფორმაცია და დაფაზე ჩამოწერეს ყველა იმ ცვილელებების შესახებ, რაც საქართელოში ფარნავაზის გამეფებას მოყვა.
  




18 ოქტომბერი ისტორიის წრის მეხუთე სამუშაო შეხვედრა 

თემა: ასურელი მამები.

მიზანი:  მოსწავლეები შეძლებენ განასხვაონ იმდროინდელი კულტურის სხვადასხვა ასპექტები  და განიხილოს  მათი ურთიერთკავშირი.

აქტივობა: აზრობრივი რუკის საშუალებით, მოვლენათა არსის გათავისება და აღნიშნული ინფორმაციის კატეგორიზაცია ცხრილის მეშვეობით.


მოსწავლეებმა სახელმძღვანელოს დახმარებით  შეისწავლეს ასურელი მამების ღვაწლი ქრისტიანულ სამყროში და   აზრობრივი რუკის მეშვეობით გაააკეთეს ანალიზი მათი საქმიანობების შესახებ.




25 ოქტომბერი ისტორიის წრის მეექვსე სამუშაო  

შეხვედრა 

თემა: რუკაზე მუშაობა.

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ რუკების კითხვასა და გამოყენებას.
ამოიცნობენ საქარველოს  მოსაზღვრე ქვეყნებსა და  მსხვილ გეოგრაფიულ ობიექტებს. ასევე,  შეძლებენ თემატური რუკებიდან აარჩიონ და გამოიყენონ  საჭირო ინფორმაცია.

აქტივობები: კონტურული რუკის  ინსტრუქციის მიხედვით  გაფერადება და გამოჭრა. ასევე, ნაწილებად დაჭრილი რუკის გამთლიანება.


მოსწავლეებმა შესწავლილი მასალის საფუძველზე  გააკეთეს კედლის გზეთი და ააწყვეს საქართველოს რეგიონების რუკა.









1 დეკემბერი,  ისტორიის  წრის   მეშვიდე   სამუშაო შეხვედრა.

თემა:  წყაროებზე მუშაობა.

აქტივობა:1) ჯგუფებში მუშაობა;  
                  2) პრეზენტაცია.


მიზანი:  ისტორიის წრის შეხვედრის მიზანი იყო   მოსწავლეებს ერთმანეთისათვის  გაეცნოთ  წყაროები და  დამატებით მოძიებული მასალა    საქართველოს სხვადასხვა კუთხეების   შესახებ.  მოსწავლეებმა ჯგუფების მიხედვით გააკეთეს პრეზენტაცია. 






No comments:

Post a Comment