18 დეკემბერი, კლუბის განაცხადი, ატრიბუტიკა და წესდება
ვადასტურებ, რომ მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს.
ისტორიული კლუბის მუშაობის ამსახველი ფოტო- მასალა
კლუბის სამუშაო გეგმის შედგენის პროცესი.
ისტორიული კლუბის წევრები სიმონ ჯანაშიასა და შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმებში
აგარის საჯარო სკოლაში 2017 წლის 25 ოქტომბერს ჩამოყალიბდა
ისტორიული კლუბი „ქალდეა“
კლუბის ლოგო:
კლუბის დევიზი: “არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გრძელია გზა, მთავარია პირველი ნაბიჯი გადაიდგას"
მუხლი 1. კლუბის წესდება: ისტორიული კლუბი „ქალდეა“ შექმნილია დაბა აგარის საჯარო სკოლაში რომელშიც, ნებაყოფლობით გაერთიანდნენ მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები. კლუბმა განსაზღვრა საქმიანობის წესები,შეიმუშავა პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები.
მუხლი 2. ისტორიული კლუბის მთავარი მიზანია:
1. მოსწავლეთა ჩართვა სასკოლო და სამოქალაქო აქტივობებში;
2. ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების, ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის უნარის გამომუშავება;
3. ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
4. იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
5. პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში;
6. სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება.
მუხლი 3. ისტორიული კლუბის ფუნქციები. დასახული მიზნების მისაღწევად კლუბი ახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
1. წყაროების მოძიება და მისი დამუშავება;
2. სამუშაო შეხვედრების მოწყობა მოძიებული ინფორმაციის გადასამუშავებლად;
3. გასვლითი ღონისძიება დაბის ტერიტორიაზე ქართული ნაქარგობების მოსაძიებლად;
4. სასწავლო ხასიათის ექსკურსიები თბილისის სახელმწიფო და ხელოვნების მუზეუმებში;
5. ქართული ნაქარგობების და მასზე გამოყენებული მასალის ქიმიური დამუშავების კუთხით შესწავლა.
6. ქართული ნაქარგობების პოპულარიზაციის მიზნით გამოფენის მოწყობა;
7. ვებ-გვერდის მომზადება კლუბის საქმიანობის ამსახველი მასალების შესახებ.
მუხლი4. ისტორიული კლუბის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები:
1. პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრალიტეტი;
2. კლუბში გაერთიანებული მოსწავლეების თანასწორუფლებიანობა;
3. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდველობა.
მუხლი 5. ისტირიული კლუბის მართვა. კლუბის ფუნქციონირება მოხდება შემდეგი მიმართულებებით:
1. ქართული და არაქართული ნაქარგობების შესწავლა;
2. საეკლესიო ნაქარგობების მოძიება და შესწავლა;
3. ქართულ სამოსზე შესრულებული ნაქარგობების შესწავლა;
4. შეხვედრა დაბის გამოჩენილ მქარგველებთან;
5. მაკრამეს ხელოვნების გაცოცხლება.
მუხლი 6. კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ:
კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ყველა მსურველი X -XI კლასებიდან, რომლებიც დაინტერესდებიან ისტირიული კლუბის მიერ ჩასატარებელი კვლევითი სამუშაოებით. მსურველებს შეუძლიათ შეავსონ ანკეტა, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონულად. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება ე.ს.გ.
მუხლი 7. ისტორიული კლუბის წევრების უფლებები და მოვალეობები:
1. მიიღოს სრული ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ;
2. მიიღოს მონაწილეობა დაგეგმილ აქტივობებში;
3. კურატორის მხრიდან მოხდეს კლუბის წევრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
4. საჭირო შემთხვევაში შედგეს მშობლებთან თანამშრომლობა;
5. მოუფრთხილდეს და დაიცვას ეროვნული ღირებულები.
სამოქმედო გეგმა.
N
|
აქტივობა
|
ჩატარების დრო
|
მიზანი
|
შენიშვნა
|
1
|
საორგანიზაციო შეხვედრა კლუბის წევრებთან.კლუბის ლოგოს, დევიზის წესდების დამტკიცება.ლიდერის არჩევა.
|
2017 წლის ოქტომბერი
|
კლუბის საორგანიზაციო საკითხებისა და წესდების გაცნობა
|
ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, დახარისხების,
კვლევის,
უნარის გამომუშავება.
|
2
|
ქართულ ნაქარობებთან დაკავშირებული საკითხის გაცნობა.დოკუმენტური ფილმის „ქარგვის ხელოვნების ტექნიკა“-ის ჩვენება. წერილობითი წყაროების მოძიება და პრეზენტაცია.
|
2017 წლის
ოქტომბრის ბოლო
|
გაეცნობიან ნაქარგობების შესახებ არსებულ ინფორმაციებს და იმსჯელებენ ამ ხელსაქმის გავრცელებასა და მის ჩამოყალიბებაზე.
| |
3
|
გასვლითი ღონისძიება დაბის ტერიტორიაზე ძველი ქართული ნაქარგობების მოსაძიებლად.
|
2017 წლის
3-4 ნოემბერი
|
დაბის მოსახლეობაში შემორჩენილი ნაქარგობების მოძიება და შეგროვება
| |
4
|
გასვლითი ღონისძიება ს. ჯანაშიას სახელობის სახელწიფო, აგრეთვე შ.ამირანაშვილის სახელობის მუზეუმებში.
|
2017 წლის ნოემბერი.
|
ოქროს ფონდისა და ქართული ნაქარგობების მასალის გაცნობა.
| |
5
|
პრეზენტაციის მოწყობა
|
დეკემბერი 2017 წ.
| ||
6
|
ინტერვიუ ცნობილ ხელოვანთან ქ-ალბატონ თამარ უროტაძესთან
| |||
7
|
საქარგი ძაფების ქიმიური კვლევა
|
2018 წლის
თებერვალი.
| ||
8
|
სასწავლო ხასიათის ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
|
2018 წლის მარტი.
| ||
9
|
პრეზენტაცია -შეჯამება , კლუბის გაწეული მუშაობის შესახებ.
|
2018 წლის აპრილის ბოლოს.
| ||
10
|
2018 წლის მაისი
|
იხ. განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის:
მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
მოსწავლის პირადი მონაცემები
სახელი
|
გვარი
|
პირადი ნომერი
|
დაბადების თარიღი
|
სქესი
|
რიცხვი თვე წელი
მოსწავლის საკონტაქტო მონაცემები
რეგიონი
|
რაიონი
|
ტელ.
|
მისამართი
|
ელ.ფოსტა
|
სოციალური სტატუსი
|
სკოლა
|
ვადასტურებ, რომ მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს.
ხელმოწერები:
მოსწავლე ___________________ თარიღი _____ / ______ / ________ წ.
მასწავლებელი ___________________ თარიღი _____ / ______ / ________წ.
ისტორიული კლუბის მუშაობის ამსახველი ფოტო- მასალა
კლუბის სამუშაო გეგმის შედგენის პროცესი.
ისტორიული კლუბის წევრები სიმონ ჯანაშიასა და შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმებში
No comments:
Post a Comment